ლოგინის თეთრეული

 სასტუმროს ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია ლოგინის თეთრეული. .სასტუმროში მყოფი სტუმრის კომფორტის მნიშვნელოვანი შემადგენელია ლოგინის თეთრეულის ხარისხი, სწორედ მასთან შეხებაში ატარებს ის ნომერში ყოფნის დროის უმეტეს ნაწილს. ლოგინის თეთრეულზეა დამოკიდებული ძილის ხარისხი, ამიტომ თეთრეული უნდა იყოს, ეკოლოგიურად სუფთა, არაალერგიული, რბილი და მოხერხებული. კარგად იწოვდეს სითხეს, ატარებდეს ჰაერს, არ იწვევდეს კანის გაღიზიანებას, ქავილს, ოფლიანობას და დისკომფორტს. 

  სასტუმროს ლოგინის თეთრეული უნდა იყოს იმ ხარისხის, რომ უძლებდეს ინტენსიურ რეცხვას მაღალ ტემპერატურაზე, მათეთრებელების, ლაქების ამომყვანი და სხვადასხვა ქიმიური სარეცხი საშუალებების ხშირ ზემოქმედებას, ადვილად უნდა უთოვდებოდეს, მალე შრებოდეს.

  ჩვენ შეგიკერავთ თქვენთვის სასურველი ზომისა და ქსოვილის ლოგინის თეთრეულის თანამედროვე საკერავი მანქანებით აღჭურვილ საკუთარ სამკერვალოში. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.

სატინის თეთრეული

    სატინა—ქსოვილი, დამზადებულია ბამბის ბოჭკოებისაგან. ბამბის ძაფები ორმაგად მჭიდროდ გადახლათულია ერთმენეთთან და ამიტომ მას აქვს ძალზედ გლუვი თითქმის აბრეშუმისმაგვარი ზედაპირი და ამასთანავე აქვს ყველა თვისება რაც ბამბის ქსოვილს: არაალერგიულია, მყარია, საუკეთესოდ ატარებს ჰაერს, თითქმის არ იკუჭება, კარგად უთოვდება. შემადგენლობა 100% ბამბა. ჩვენს ასორტიმენტში თქვენ ნახავთ სხვადასხვა დიზაინის სატინას; 1*1 სმ და 3*3 სანტიმეტრის ზოლებით.

ბამბის თეთრეული

   ჩვენს დროში კომერციული სტრუქრურებისათვის ყველაზე მეტად გამოიყენება ბამბის ქსოვილი.  100%-იანი ბამბის ქსოვილი არის ყველაზე ეკოლოგიური და ყველაზე კომფორტული სხვა ქსოვილებთან შედარებით. ბამბის ქსოვილის მთავარი უპირატესობაა ის რომ იგი არაალერგიულია. აგრეთვე ის არ იმუხტება, არ ეკვრის კანს, არ სრიალებს ლეიბზე, რადგანაც ბამბა საუკეთესო ჰაერგამტარია ამიტომ მისგან დამზადებული თეთრეული არის ძილის ტემპერატურის საუკეთესო რეგულატორი.

ნახევრადბამბის თეთრეული

  ნახევრადბამბის ქსოვილი შედგება ბამბისა და პოლიესტერის ძაფებისაგან. ამ ძაფების თანაფარდობა ქსოვილში  შესაძლებელია იყოს განსხვავებული, რაც განსაზვრავს ქსოვილის თვისებებს. ბამბის შემადგენლობა შესაძლებელია მერყეობდეს 15-დან 65%-მდე. რაც უფრო მეტია ბამბის შემადგენლობა მით უფრო ნაკლებად ალერგიული და უფრო მეტად სასიამოვნია შეხებისას, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ძილისათვის. ნახევრადბამბის ქსოვილის უპირატესობაა ის რომ უფრო მეტად გამძლეა ვიდრე მხოლოდ ბამბის ქსოვილი, უფრო ადვილად ირეცხება და უფრო ადვილად იშორებს ლაქებს.